თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს, „ჯივინოსტატს“ შეიძენს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.
მეგრელიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და პაციენტების ოჯახებს შორის სწორი დიალოგი, რისკების შეფასება და პასუხისმგებლობების გაზიარება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის შეძენაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს - „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს. მიღებული გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი, მისი შინაარსისა და სიმძიმის მიუხედავად, სწორი დიალოგის, რისკების შეფასებისა და პასუხისმგებლობებზე შეთანხმების პირობებში შედეგს იძლევა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში ორმხრივი მუშაობა, კერძოდ, მშობლებსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაგრძელება არის გზა, რომელიც ამ პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების მიმართ, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურის გაკეთების შესაძლებლობას ხსნის. მადლობა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე პირების დასახმარებლად მიღებული ზომებისთვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
1785508323
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...
1785507053
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე
„ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...
1785506878
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პ...
1785506404
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6266 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1785506003
საზოგადოებაბოჭორიშვილი ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება, იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
„ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგ...





























