მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

„მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“ საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მართალია მოლაპარაკებას უშუალოდ სამინისტრო წარმართავდა, თუმცა ამ პროცესში ყველა იყო ჩართული.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით საკითხით დაინტერესებისთვის და გაშუქებისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოდ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ინტერესიც თანმხლებია ამის ყველაფრის, ვინაიდან ბოლო პერიოდში, თვეების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოისმინა საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებაც, მისი სამკურნალო საშუალებების შესახებაც და ამასთან დაკავშირებით ინტერესს ეს განაპირობებდა. 

ვიდრე საკითხზე მოგახსენებდეთ, რაკი თქვენი წინა სტუმარი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მას, მის მოადგილეს, ბატონ გიორგი ზურაბაშვილს, ელჩს, საქართველოში იტალიის ელჩს და იტალიის სამთავრობო სტრუქტურებს, რომლებთან თანამშრომლობითაც საკმაოდ ბევრი სასიკეთო ძვრა იყო განპირობებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო, მხარდაჭერა იყო და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. 

თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ მუშაობაც თვითონ იტალიურ კომპანიასთან წარიმართა ფართო ჩართულობით. მართალია მოლაპარაკებას უშუალოდ სამინისტრო ახორციელებდა, სამინისტრო წარმართავდა ამ კომპანიასთან, მაგრამ ბუნებრივია ყველა რაღაცნაირად ვემზადებოდით, ყველა ვიყავით ჩართული ამ პროცესში. ეს განაპირობებდა კიდეც, წარმატებულად დასრულებისთვის კარგ წინაპირობებს ქმნიდა“, - აღნიშნა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785508323

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან

ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ აშშ-თან პოლიტიკური დიალოგი და იმავეს მოველით აშშ-ის მხრიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...

მაკა ბოჭორიშვილი

1785507053

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელზე: ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე მქონდა შეხვედრა მასთან და ვისაუბრეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკაზე

„ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური როტაციაა, რომელიც განხორციელდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ჩამოვიდა ახალი თანამშრომელი, რომელიც შეითავსებს ელჩის მოვალეობას“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონი...

მაკა ბოჭორიშვილი

1785506878

ახალი ამბები

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პ...

„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი

1785506404

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6266 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1785506003

საზოგადოება

ბოჭორიშვილი ნაურუს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება, იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

„ეს არის საკუთარი სახის ჩვენება თუ რამდენად შეიძლება არ გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის წარმატება. რამდენად შეიძლება იმუშაო და იყო განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯიც სხვაგ...

მაკა ბოჭორიშვილი