სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და საქართველოს 2 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „გუგუთის“, „სადახლოსა" და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.ვ., 1997 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1977 წელს დაბადებული ქ.ო., ასევე, საქართველოს 2 მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული მ.კ. და 1993 წელს დაბადებული კ.ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ა.ვ. და ჰ.ს. უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ბრალდებულმა ქ.ო.-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში, ხოლო ბრალდებულებმა მ.კ.-მ და კ.ლ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764915143

ახალი ამბები

ინგა ფხალაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინვესტიცია 3,5 მლრდ ევროს უტოლდება

საქართველო - რუმინეთის ერთობლივი საწარმოს მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დიდ...

ინგა ფხალაძე

1764914592

საზოგადოება

ლევან მახაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: კიდევ ერთ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ არის ამერიკის მხრიდანაც არის მზაობა, რათა მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს

აშშ-ის სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის კიდევ ერთხელ ჩავარდნას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყ...

ლევან მახაშვილი

1764913741

საზოგადოება

„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“ - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა

„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გრიგოლ გეგელიას განცხადებას. კერძოდ, გეგელია ალეკო ელისაშვილს თანამებრძოლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ არსაიდან არ იქნება გარიცხ...

შალვა პაპუაშვილი

1764911430

საზოგადოება

პიმენ ყურაშვილი: კითხვას ბადებს ის ფაქტორიც, რომ თვითონ კვლევის ავტორები იყვნენ დემონსტრაციის მონაწილეები და შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეიძლება იყოს არჩევითობის მიკერძოებულობა. ჩემი ნდობა ძალიან დაბალია ამ კვლევის მიმართ

BBC-ის საგამოძიებო ფილმი კვლავ განხილვის საგანია. კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, ჩახუნაშვილების მიერ მომზადებული სამედიცინო კვლევა არასარწმუნოა. პიმენ ყურაშვილმა „ქრონიკასთან“ ჩამო...

პიმენ ყურაშვილი

1764910336

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება

მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართავს. ვენაში ეუთოს მინისტრ...

მაკა ბოჭორიშვილი