შიგნიდან გატყდა ციხე და შიგნიდან მოხვდა ჩემთან ეგ ამბავი - გია გაჩეჩილაძე ფარულ ჩანაწერზე

შიგნიდან გატყდა ციხე და შიგნიდან მოხვდა ჩემთან ეგ ამბავი, - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„მე რომ ვთქვი, რომ მაგათივე ჟურნალისტმა მომაწოდა ეს ამბავი, მაგათივე ჟურნალისტის ტელეფონი იდო იმ მაგიდაზე, საიდანაც ჩემთან მოხვდა ეს ამბავი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაც კომპრომატები ვაგროვო, მაგრამ ისე ამომიყვანეს მეც და მთელ ჩემს ოჯახს. დედაჩემს ინსულტი დაემართა მაგათი სიუჟეტების გულისთვის. არ შეიძლებოდა ამის გატარება. ბოლოს “TV პირველი“ რომ მომადგა ამ, ვითომ სუს-ის ფაილებით, ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო. საშუალება მომეცა, რომ გამოაშკარავებულიყო ეს ყველაფერი. რასაც მე მთელი ცხოვრება მიკეთებდით, ის შემოგიტრიალეთ უკან“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ „მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით - „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ - პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსთავში ცოლზე ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავეს
1752730795
მსოფლიოალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სანაპირო რაიონებში ცუნამის გაფრთხილება გამოცხადდა
აშშ-ის შტატ ალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16 ივლისს, 12:38 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი პოპოფის კუნძულის დაახლოებით 600-კაციანი თემიდან, სენდ პოინტიდან 55 მილ...
1752729843
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა
იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...
1752699392
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ
თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ და არ მინდა ვინმემ...
1752699305
საზოგადოებამდინარაძე: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში - ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და ყველა უნდა დაგვიდგეს გვერდით, ვისაც საკუთარი შვილების და ქვეყნის ბედი აწუხებს
ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას - კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამას, ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართვე...
1752699220
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში
მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ არაფერი არ ეშველება. არის მოსაზრება და შეიძლება გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს ამას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტულ...