შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

აღნიშნული მიმართულებით, მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის
განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის
შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.

პირველი იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველების მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირშიმყოფი 343 პირი, მათ შორის 8 ე.წ. კანონიერი ქურდია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785221888

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU)...

გივი მიქანაძე

1785220792

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდი...

საუდის არაბეთ

1785219608

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დ...

ოლექსანდრ ბანკოვ

1785217426

მსოფლიო

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემარში...

გაეროს უშიშროების საბჭო

1785216289

საზოგადოება

მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი. ამ კომენტარით დეპუტატი ეხმაურება გერმანიის ი...

დავით მათიკაშვილი