შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება“, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

შარმანაშვილისა და გირჩი ჯაფარიძის დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც საჯარო შეურაცხყოფის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ კანონმდებლობას ეხება, აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით დაწერილ შარმანაშვილის განცხადებას კი, მოჰყვა ზურა ჯაფარიძისგან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფა.

„ამ ერთხელ გიპასუხებ. საქართველო სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციაშია. ამ სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია უარყოფითად გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე. ამაზე ვსაუბრობ მე, რაც ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. აქ პოლიტიკასთან კი არა, სასამართლო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. თუ სტრასბურგი მიგვითითებს, რომ საქართველოს სასამართლოებმა არასწორად გამიჯნეს სიძულვილის ენა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღასრულებს ამას სახელმწიფო აუცილებლად. ერთიც, მაშინ გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკაც გადასახედი იქნება. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება“, - წერს შარმანაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785223129

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ლაშა ხუციშვილთან და რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო...

მარიამ ქვრივიშვილი

1785221888

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU)...

გივი მიქანაძე

1785220792

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდი...

საუდის არაბეთ

1785219608

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დ...

ოლექსანდრ ბანკოვ

1785217426

მსოფლიო

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემარში...

გაეროს უშიშროების საბჭო