გივი მიქანაძე: ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის, სარწმუნოების შენარჩუნება და დღეს ღირსეულად განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას - ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს 26 მაისის აღნიშვნა უფრო კიდევ უფრო მასშტაბური და სიმბოლურია, რადგან, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, წელს, მთელი წლის განმავლობაში, აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის იუბილეს.

ჩვენ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მატარებელი ერი ვართ. სწორედ ჩვენმა რწმენამ მოახდინა ძალიან დიდი გავლენა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, ჩვენი ერის კულტურულ განვითარებაზე და ღირსეული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.

არაერთი დიდი იმპერია ვიცით, რომელიც აღარ არსებობს და მათ შესახებ მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით. ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა კი შეძლო თავის ქვეყნის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნება. ეს ჩვენი წინაპრების თავდადების შედეგად იქნა მიღწეული, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, შეგვინარჩუნეს სამშობლო, რომელიც დღემდე ღირსეულად აგრძელებს განვითარებასა და წინსვლას.

ეს დღე ჩვენია - ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, მისი ისტორიით, მისი ტრადიციით, იმ განსაკუთრებული ღირებულებებითა და ფასეულობებით, რომლითაც საქართველო მართლაც მსოფლიოში გამორჩეულია. მთელ საქართველოს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779779586

ახალი ამბები

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეზე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება, სასწრაფოები მოდიოდა და მოჰყავდათ გონებადაკარგული, სისხლში ამოსვრილი ადამიანები, შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ

პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი დავით ლორთქიფანიძე გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ იხსენებს 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც მშვიდობიანი მომიტინგის...

დავით ლორთქიფანიძე

1779777863

ახალი ამბები

2011 წლის 26 მაისის დარბევისას დაღუპული სულიკო ასათიანის შვილი: ჯიხურის მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო - შეთითხნილი ბრალდებით უნდა დაეჭირათ ის კაცი, რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, თითქოს, დენმა მოკლა

„არარეალური იყო ის ყველაფერი, თვითონ მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო. ჯერ მარტო იმ კაცის ჩვენება არის საკმარისი, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო“, - ასე უპასუხა 2011 წლის 26 მა...

სულიკო ასათიანის შვილი

1779777208

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს....

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

1779775406

ახალი ამბები

მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. „შეერთებული შტატების სახელით ვულოცა...

 მარკო რუბიო

1779774482

ახალი ამბები

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისალოც წერილში კორეისა და საქართველოს თანამ...

მიხეილ ყაველაშვილი