დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეზე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება, სასწრაფოები მოდიოდა და მოჰყავდათ გონებადაკარგული, სისხლში ამოსვრილი ადამიანები, შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ

პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი დავით ლორთქიფანიძე გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ იხსენებს 2011 წლის 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც მშვიდობიანი მომიტინგის სულიკო ასათიანის მკვლელობა მოჰყვა.

დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 26 მაისის ღამეს ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გონებადაკარგული, დასისხლიანებული ხალხი მიჰყავდა რეჟიმს, მეორე დღეს კი მან შეიტყო სულიკო ასათიანის მკვლელობის ამბავი, რასაც შემდეგ მოჰყვა ოჯახისადმი გამუდმებული მუქარა და შანტაჟი.

„ჩვენ მთელი ღამე, შემდეგ ვიყავით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც დამტვრეული და დასახიჩრებული ხალხი მოჰყავდათ, ასზე მეტი ადამიანი ჩვენი ბეჭით „შევიტანეთ“ კლინიკაში და მე ეს გავიგე მეორე დღეს, რომ ორი ადამიანი იპოვეს თავისუფლების მოედანზე, მარკეტის თავზე. მთელი ეს პროცესები ამის მერე განვითარდა - ოჯახთან სერიოზული მუქარები, აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, ურჩევდნენ რომ ასე ცხოვრება ვერ გაგრძელდებოდა იმის გამო, რომ ისინი ძალიან დიდხანს დარჩებოდნენ ხელისუფლებაში და ამის გამო პასუხს აგებინებდნენ. მე ვიცოდი ეს ყველაფერი“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ხდებოდა კონკრეტულად 2011 წლის 26 მაისის ღამეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ლორთქიფანიძემ აღწერა ის ყოფა, რომელშიც დასისხლიანებულ, გონებადაკარგულ ადამიანებს ამყოფებდა რეჟიმი. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ კლინიკაში მხოლოდ გონებადაკარგული ხალხი გადაჰყავდათ, რათა ისინი არ გარდაცვლილიყვნენ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვეულებრივად ხდებოდა ამათი [ნაციონალური მოძრაობის] არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება. მოდიოდა სასწრაფოები სასწრაფოებზე და მოჰყავდათ დასახიჩრებული ადამიანები, დამტვრეულები, სისხლში ამოსვრილები და პირდაპირ შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ პირდაპირ, სანამ ექიმი მოიცლიდა, მოვიდოდა და ნახავდა. ამან ჩემი პროტესტი გამოიწვია, შევედი და ვუთხარი - არ გრცხვენიათ კაცო, ამხელა კლინიკაში ნუთუ „ადიელები“ არ გაქვთ, მოიტანეთ და ძირს მაინც დააფინეთ, რომ ეს ხალხი იმაზე მაინც დაწვნენ. გონებადაკარგული ადამიანები მოჰყავდათ და რომ არ გარდაცვლილიყვნენ ამიტომ მოჰყავდათ საავადმყოფოში, თორემ ვისაც სიცოცხლის ნიშან-სვეტი ჰქონდა დარჩენილი, ისინი არ მოჰყავდათ, ფაქტობრივად, მოჰყავდათ ადამიანები, რომლებიც მანქანიდან თვითონ ვერ ჩამოდიოდნენ და კადრებიც არსებობს, სასწრაფოს მანქანიდან ჩვენ ჩამოგვყავდა“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ ეყარა ძირს ამდენი ხალხი, ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომ ადგილი არ იყო საავადმყოფოში და ამიტომ ეყარნენ ძირს გონებადაკარგული ადამიანები.

„ადგილი არ იყო. სულ სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი, ალბათ სპეციალურად გააკეთეს იმიტომ, რომ ისინი ხომ მოქმედებდნენ სადიზმის რაღაც განსაკუთრებული [ფორმა] ჰქონდათ, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ, არ დასცალდათ თორემ, შემდგომში ამას ისე „ლამაზად დახატავდნენ“ და დაანახებდნენ საზოგადოებას, რომ ადამიანი ქუჩაში გამოსვლასაც ვერ გაბედავდა, რა აქცია, რის აქცია, ვის ჰქონდა ორი თავი?! იმიტომ რომ ანახებდნენ ამ უბედურებას, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მომავალ წელს მათი [მმართველობა] დასრულდა, ისე როგორც უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ამდენი ადამიანი შეიწირეს იმ ღამეს. რამდენიმე მოკლეს, მანამდე იცით თქვენ, რომ 125 ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტეს, პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779774482

ახალი ამბები

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისალოც წერილში კორეისა და საქართველოს თანამ...

მიხეილ ყაველაშვილი

1779773705

ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თურქეთის ლიდერი მეგობარ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებ...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1779772617

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვი...

მიხეილ ყაველაშვილ

1779772305

ახალი ამბები

ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ხაზგასმულია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართვე...

ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1779771843

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი ალიევი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრა...

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს