„Prime Time“-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა
„Prime Time“-მა ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის იგორ ბლაჟევიჩის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილი სამოქმედო გეგმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქართულ პოლიტიკაში ბლაჟევიჩის აქტიური ჩართულობისა და არეულობის დაგეგმვის თაობაზე, ჩეხ ინსტრუქტორთან ურთიერთობა მხოლოდ ორ ადამიანს დარჩა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიაა.
„Prime Time“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოპოზიციისთვის ქვეყნის გარედან მიცემული დავალება ორ ნაწილად იყოფა: პირველი ხაზი გაერთიანებულია სათაურის ქვეშ „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, სადაც საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ქართველი ხალხი არის იმედგაცრუებული, შეშინებული და დაღლილი, მიდიან ემიგრაციაში, ხალხი უსამართლობაზე და მაღალ ფასებზეა გაბრაზებული.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ყველაფრით, დარტყმა უნდა მიადგეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ინსტრუქციის მიხედვით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დარტყმის მიყენება და წარმოჩენა, თითქოს „ოპოზიციის ალიანსი“ ამ ყველაფრის დასაბრუნებლად შეიქმნა. ქვეყნის გარედან გაცემული დავალება ასეთია: ოპოზიციონერებმა თავიანთი გამოსვლებით ხალხი უნდა დაარწმუნონ, რომ ივანიშვილი კი არ არის ძლიერი, არამედ, აქამდე ვერავინ შეძლო ოპოზიციური აქტივის გაერთიანება და ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს ამ ხალხის ერთად შეკვრა.
„Prime Time“-სთვის ცნობილი გახდა ისიც, როგორ გადანაწილდა დავალებები ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს შორის: ქვეყნის მდგომარეობაზე, სუვერენიტეტის დაკარგვასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმა დაევალა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს; პარტია „დროამ“ უნდა ისაუბროს ე.წ. პოლიტიკურ პატიმრებსა და პროტესტის უწყვეტობაზე; გვარამიას პარტია „ახალმა“ უნდა ისაუბროს 26 მაისის შეკრების მიზეზების შესახებ და ახსნას მთავარი პოლიტიკური არსი.
„Prime Time“-სთვის ცნობილია ისიც, რომ დავალების მიხედვით შესაძლოა კარგი იყოს, „აქციაზე რაიმე მძიმე ადამიანური ისტორიის მოყოლა“. „ევროპული საქართველო“, უცხოელების დავალების შესაბამისად, ემიგრაციაზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და დიუშენის დაავადებაზე ისაუბრებს. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტიამ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლების შეცვლის გზებზე. „თავისუფლების მოედნის“ სასაუბრო თემა კი, ინსტრუქციის თანახმად, რეგიონები და თვითმმართველობებია. უცხოელ პატრონებს, არც დღევანდელ აქციაზე გამომსვლელთა შერჩევა დავიწყებიათ.
„Prime Time“-სთვის ცნობილია სავარაუდო გამომსვლელების ვინაობა, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, მათივე პარტიებისთვის გადანაწილებული თემების შესაბამისად დასვამენ აქცენტებს. „Prime Time“-ს ხელთ არსებული სია ასე გამოიყურება: ლევან ცუცქირიძე - რეგიონები, თენგო თევზაძე - ახალი არჩევნები, გიგი წერეთელი - პოლარიზაცია, სამედიცინო თემები, დიუშენის დაავადება; გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი - უსაფრთხოება; გიორგი ვაშაძე - გაფართოების კამპანია, ოპოზიციის ალიანსი, ჯარიმები; ნანა ტოხვაძე - ემიგრანტების თემა. გამომსვლელები არიან, ასევე, ნოდარ ჩაჩანიძე და ნიკა გვარამია.
„Prime Time“-ის ინფორმაციით, აქციის ბოლოს უნდა გამოცხადდეს საზაფხულო კამპანია - „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ოპოზიციის დავალებაა, შექმნას განცდა, რომ მათი ერთობა რეალური და ნამდვილია და მაქსიმალურად შეეცადონ შიდა დაპირისპირების დამალვას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დაპირისპირება არ არის მხოლოდ ოპოზიციის შიგნით - „Prime Time“-სთვის ცნობილია, რომ გარკვეული უთანხმოება იყო იგორ ბლაჟევიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, რისი მიზეზიც გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედება - მათ აქციაზე გამოსასვლელი სიტყვები ChatGPT-ის დახმარებით დაწერეს, რაზეც ბლაჟევიჩმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მკაცრი გაფრთხილება მისცა.
1779775406
ახალი ამბებიმარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. „შეერთებული შტატების სახელით ვულოცა...
1779774482
ახალი ამბებიკორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისალოც წერილში კორეისა და საქართველოს თანამ...
1779773705
ახალი ამბებირეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. თურქეთის ლიდერი მეგობარ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებ...
1779772617
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვი...
1779772305
ახალი ამბებიჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ხაზგასმულია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართვე...































