შიო მესამე: სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა, ქვეყანაში მისი აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით

ჩვენს ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა. ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ამ პრობლემის თაობაზე ერთმანეთთან საუბარიც, ასევე, სხვა მიმდინარე პრობლემებზეც. ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795426674

საზოგადოება

პაატა ჟორჟოლიანი: როგორც მეან-გინეკოლოგი, სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ! ეს არის მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია

„როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი. როგორც ის აღნიშნავს, მისი პოზიცია არ ა...

პაატა ჟორჟოლია

1795423792

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა

ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე, - განაცხად...

ირაკლი ქადაგიშვილი

1795421705

საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მა...

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს

1795419985

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს....

მარიამ ქვრივიშვილი

1795418437

საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე: ბოროტება სხვა რა არის, დედობის შანსი გაცვალეს ფულში

უშვილობამ პოლიტიკური არჩევანი არ იცის, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ჟორჟოლიანი სუროგაციის აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება. „ბოროტება სხვა რა არის. დედობის შანსი გაცვალეს ფულში. უშვილობამ...

ნანუკა ჟორჟოლიანი