"შოკირებულია მომხდარით, მისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რატომაც იმყოფება წინასწარი მოთავსების იზოლატორში" - მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს

ასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს დღეს ბრალს წაუყენებენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ადვოკატი შეხვდება.

მოგვიანებით მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხი უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, უფრო მეტიც, მისთვის წარმოუდგენელია ის ბრალდება, რატომაც იმყოფება წინასწარი მოთავსების იზოლატორში.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შოკირებულია მომხდარით. მისთვის არის წარმოუდგენელი ის ბრალდება, რატომაც იგი დღეის მდგომარეობით იმყოფება წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მე კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო და არის ე.წ. ოქროს მოწმის პირადი შურისძიება. მოტივებთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ შესაძლებელია ერთი მოწმის ჩვენება გახდეს ადამიანის დაკავების საფუძველი," - აცხადებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ირკვევა, რომ დაზარალებული მოზარდი გოგო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი რამდენიმე სოფელში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791318892

მსოფლიო

უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ცვლილება შეეხებათ პირებს, რომელთა აქტივები 1 მილიარდ ფორინტს (3.08 მი...

უნგრეთის მთავრობა

1791314987

ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე...

მოძრაობა აკრძალულია

1791311976

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირის წევრობა გვსურს არა ნებისმიერ ფასად და არა საქართველოს ინტერესების ხარჯზე, ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია - საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!

ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალუ...

ირაკლი კირცხალია

1791308525

სპორტი

პრემიერი: რუსთავის არტ-პავილიონი კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი წარმატებით განხორციელდა, შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული იერსახე

დღეს რუსთავისთვის განსაკუთრებული დღეა, ერთად ვხსნით სივრცეს, რომელიც ქალაქის კულტურულ ტრადიციებსა და ახალ შემოქმედებით ენერგიას გააერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1791305468

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართ...

ზურაბ ქადაგიძე