ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით

დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით, დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილ ბრალს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის ცნობილია, თუ ვინ დაარქვა ხაბეიშვილს ანიტა და ვინ უხდიდა ჯერ 3 000 და შემდეგ 5 000 ლარს.
„ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და ა.შ. ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები.
ყველას ვპირდები, რომ როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც.
ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ნარკომანებს, ნაცებს, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“,- განაცხადა პრემიერმა.
1757950876
ახალი ამბებიპრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ად...
1757950440
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯთეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება
შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხა...
1757949083
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია
კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევცდებით რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლ...
1757948188
ახალი ამბებიაგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დ...
1757946528
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი
მსოფლიოს ეკონომიკის მოდელის გადაწყობას თან ერთვის მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა - იქმნება ახალი მიწოდების ჯაჭვები და ამ ნაწილში შუა დერეფანი ახალი მიწოდების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ „ი...