შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებული ტექნიკა თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „ეკოსრევის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც მერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნებზე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქალაქში არსებული პრობლემები ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით მოგვარდებოდა და თბილისი გახდებოდა თანამედროვე, ევროპული, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.

„2017 წელს, როდესაც თბილისელებმა დედაქალაქის მართვა გვანდეს, კარგად ვიცოდით, რომ ეს მარტივი გზა არ იქნებოდა, რადგან გვხვდებოდა ქალაქში დაგროვილი მრავალწლიანი პრობლემები - მოსაწესრიგებელი გზები, მძიმე სატრანსპორტო მდგომარეობა, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, თუმცა ერთი რამ თავიდანვე ვიცოდით, რომ განვსაზღვრავდით სწორ პრიორიტეტებს და თანმიმდევრულად ვიმუშავებდით, არ დავზოგავდით ძალისხმევას და თბილისი აუცილებლად შეიცვლებოდა უკეთესობისკენ. ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და ახლაც არის - თბილისი იყოს ქალაქი, სადაც ადამიანებს ღირსეულ, უსაფრთხო, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ექნება.

ბოლო წლებში ძირფესვიანად წესრიგდება გზები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ეწყობა სპორტული ცენტრები და მოედნები, იქმნება ახალი პარკები, სკვერები და ურბანული გამწვანების ზონები, თუმცა ქალაქის განვითარება მხოლოდ ახალი პროექტების განხორციელება არ არის. განვითარება ნიშნავს იმასაც, რომ უკვე შექმნილის ყოველდღიურად მოვლა-პატრონობა შევძლოთ, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში გადავცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს, მერიის სისტემაში შეიქმნა შპს „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობაზე.

„რაც უფრო იზრდება ახალი პარკებისა და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკა და შესაბამისი რესურსი, რათა საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს. დღეს გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ წინასაარჩევნოდ დაპირებული 40-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. შეიძლება ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ტექნიკის განახლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს ნიშნავს უფრო მეტ მოვლილ პარკსა და სკვერს, უფრო მწვანე გარემოსა და მუნიციპალური მომსახურების მაღალ ხარისხს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მწვანე, ყველანაირად მოწესრიგებული და აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჯანსაღ და მწვანე გარემოში შეძლონ სასიამოვნო დროის გატარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების თანამშრომლებსაც, რადგან ქალაქში გამწვანებული სივრცეების რაოდენობის ზრდა სწორედ მათი ერთობლივი შრომის შედეგია.

„ეკოსერვის ჯგუფის“ ახლად შეძენილ ტექნიკას შორისაა: 13 ერთეული სტანდარტული თვითმცლელი, რვა ერთეული ორმაგკაბინიანი თვითმცლელი, შვიდი მიკროავტობუსი, სამი ბორტიანი სატვირთო ავტომობილი სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით, ოთხი ფურგონი აღჭურვილი შესაბამისი ხელსაწყოებით - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები. ასევე შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და 130 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმი.

განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა „ეკოსერვის ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ქალაქის გამწვანების მიმართულებით.

ტექნიკის პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, რაიონული გამგებლები, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი:

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე