ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას

„ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების დონე მშპ-სთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად.

„2021-025 წლებში ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 6%-ზე მაღალია საშუალოდ, რაც ერთ-ერთი გამორჩეული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სწორედ საინვესტიციო მიმზიდველობა და ინვესტიციების შემოდინება, რასაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს თავიანთ შეფასებებში “, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მოლოდინია, რომ ინვესტიციების მძლავრი შემოდინება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

„აღნიშნულის დასტურია ის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომელთა განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია. მათ შორის გამოვყოფდი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, ენერგეტიკის სექტორს, საავიაციო მიმართულებას. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ ველოდებით მსხვილი ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში მომავალ წლებში“, - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784028158

ახალი ამბები

პრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა

„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...

ირაკლი კობახიძე

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი

1784025434

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...

რატი იონათამიშვილი:

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე