ირაკლი ქადაგიშვილი: მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია
მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს.
„ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუცია არის ჯო უილსონისა და სხვების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგი. ეს იმის შედეგია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები დემოკრატიულ პროცესს კი არ ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ნებისმიერი გზით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როცა საკუთარი მიზნების მიღწევა არ გამოსდით, შემდეგ იწყებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტის გამოყენებას ასეთი დამაზიანებელი, არაკორექტული, არაკანონიერი რეზოლუციებისა და განცხადებების მისაღებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, ჯო უილსონის ფიგურა და საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად გაშიფრულია.
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტების დევალვაცია მიმდინარეობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი ეუთო იყო, რომლის დელეგაციამაც არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია არის ამ ძალების ზეწოლის ქვეშ, თავისივე დასკვნის დაცვასაც ვერ ახერხებს და რაზეა ლაპარაკი? ასეთი ორგანიზაციის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოუდგენელია. ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების და დემოკრატიის დამცველი უნდა ყოფილიყო, ასეთი სახის რეზოლუციების მიღების შედეგად საფრთხის შემცველი გახდა, როცა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის დაცვის უნარიც კი დაკარგა. ბუნებრივია, ასეთი ყალბი დოკუმენტების მიღების პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდით და დელეგაციას სწორი პოზიცია ჰქონდა. ვინმემ საქართველოში დემოკრატია თუ დააზიანა, ეს პოლიტიკური ძალები არიან და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. იმის გამო, რომ დემოკრატიულ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, არჩევნების დისკრედიტაციის პოლიტიკას იწყებენ და მათი აქაური მარიონეტები უარს ამბობენ არჩევნების შედეგებზე, პოლიტიკურ პროცესზე, საპარლამენტო ცხოვრებაზე. არჩევენ, რომ ბრძოლის იარაღად რევოლუცია, შტურმი გახადონ. ბუნებრივია, ამას ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია მოჰყვება. ამ გაბრიყვებულ პოლიტიკოსებს და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილ ხალხს ისევ ესენი იყენებენ სპეკულაციებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია. მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































