სიმონ მასხარაშვილი: 1921 წელს ჩვენ შეგვეძლო არ დავცემულიყავით, ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთისთვის რომ კარი არ გაეღო და უომრად არ დაეთმო ტერიტორიები, საბჭოთა კავშირში საქართველო ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილით აღმოჩნდებოდა
„მთავარსარდალი, რომელიც დედაქალაქს ბრძოლის გარეშე დატოვებს, ის არის მოღალატე“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა გენერალი კვინიტაძისა და ნოე ჟორდანიას შესახებ საუბრისას, გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ განაცხადა.
სიმონ მასხარაშვილს მიაჩნია, რომ გენერალ კვინიტაძის ვერსია, თითქოს თბილისის მცირე ძალით ალყაში მოქცევა შესაძლებელი იყო, სტრატეგიულად მცდარია, ვინაიდან ამას მილიონიანი არმია სჭირდება.
„თბილისი ისე დატოვა ჟორდანიამ და ისე გაიქცა კურდღელივით კურდღელ კვინიტაძესთან ერთად და კვინიტაძე ჩემი აზრით მთაწმინდიდან ჩამოსაგორებელია იმიტომ, რომ მთავარსარდალი, რომელიც ბრძოლის გარეშე დედაქალაქს დატოვებს, ის არის მოღალატე. ეს მაშინვე უთხრა ოდიშელიძემ წინა დღეს, რომ შენ რა გინდაო ბოროდინო-მოსკოვი გაითამაშო თბილისი-მცხეთის მონაკვეთზეო? მცხეთაშიც არ გაუჩერებია მატარებელი. თბილისის ალყაში მოქცევის შანსი რუსებს არ ჰქონდათ იმიტომ რომ თბილისი რომ ალყაში მოაქციონ მილიონიანი არმია გჭირდება, 10-15 000 ჯარისკაცი ამას არ ეყოფა. მეორე მხარე იყო მანდ, სოციალ-დემოკრატებს არ ჰქონდათ არც იდეოლოგიური პატრიოტიზმი და არც სხვათა შორის, საკმაოდ გადაგვარებულ კვინიტაძეს, რომელიც ისე მოკვდა, ქართული ვერ ისწავლა“, - აღნიშნავს ისტორიკოსი.
ის, ასევე, ყურადღებას ამახვილებს, რომ ქალაქში მობილიზაცია არ იყო გამოცხადებული და მას მოხალისეები იცავდნენ, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო თავდაცვის ორგანიზება. ისტორიკოსი იხსენებს იმ გმირებს, რომლებიც იქ დარჩნენ და ბრძოლაში დაიღუპნენ. მისი განცხადებით, 1921 წელს საქართველოს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და თბილისის დაცვა
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მისი [კვინიტაძის] ვერსია, რომ ავჭალიდან წრეს დაარტყამ და მანგლისამდე თბილისს ალყაში მოიქცევს ვინმე, ამას სჭირდება მილიონიანი არმია. ჩვენი გეოგრაფიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. მეორე, როდესაც ქალაქში იჭრება მტერი, ხუთჯერ მეტი ძალა უნდა ჰყავდეს, ვიდრე მის დამცველს იმიტომ, რომ შენ შენს სახლს იცავ, შენ შენი მოსახლეობა გეხმარება. ეს აიგნორებს ამ ფაქტორს - ქალაქის ბრძოლების ფაქტორს. მესამე არგუმენტი - მან მობილიზაცია არ გამოაცხადა და ქალაქს იცავდნენ მოხალისეები. ერთი კაცი უნდა აღვნიშნო, გვარდიის ოფიცერი, რომელმაც ხელი დაკარგა ფაქტობრივად, ვერ იყენებდა ხელს, გმირულად იბრძოდა, უბრალოდ შემთხვევით გადაურჩა. ცეკას არქივს გავეცნოთ და ვნახავთ, რომ არასოდეს უთანამშრომლია, არავინ დაუბეზღებია - ქართული ბოტანიკური მეცნიერების მამამთავარი, ნიკო კეცხოველია ეს გმირი ოფიცერი. რატომღაც არ ვიხსენებთ გმირ ნიკო კეცხოველს, რომელიც კვინიტაძის მსგავსად კურდღელივით არ გაიქცა და დარჩა. არ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, იგივე სტეფანე ახმეტელს, რომელიც დარჩა და დახვრიტეს. მათ შორის, დარჩა გენერალი ბენაშვილი, რომელმაც დააარსა ტექნიკური უნივერსიტეტი, მერე დახვრიტეს. მათ რატომღაც არ ვიხსენებთ და რაზე ვლაპარაკობთ. რუსულ საიმპერატორო საზოგადოებაში იყო გაწევრიანებული და რუსული საიმპერიო არმიის ოფიცერთან ერთად ზეიმობდა და ისე ჩაძაღლდა ქართული ვერ ისწავლა. იმას მე როგორ დავუჯერო, რასაც ის არგუმენტებს გვაწვდის. იმ დღეს, როცა მთავარსარდლად დაინიშნა ცოლს დეპეშა გაუგზავნა, რომ მოემზადე გასაქცევადო. 1921 წელს ჩვენ შეგვეძლო რომ არ დავცემულიყავით. სხვა თემაა მერე შევინარჩუნებდით თუ არა, მაგრამ ვიტყვი რამდენიმე რამეს. 1921 წელს ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთისთვის რომ კარი არ გაეღო, რა ოსმალეთი- ათათურქისთვის და უომრად არ დაეთმო ის ტერიტორიები, თუ მაინც გაქცევას აპირებდნენ, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირში საქართველო ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილით აღმოჩნდებოდა“, - აცხადებს მასხარაშვილი.
1771921904
მსოფლიო„რესპუბლიკელი“ სენატორები: დრო იწურება. ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვას უნდა დაუჯეროს
აშშ-ის კონგრესის სენატის „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სენატორების განცხადებით, დრო იწურება და ირანის რეჟიმმა აშშ-ის პრეზიდენტი...
1771921001
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე,...
1771920194
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი, შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე. როგორც...
1771919342
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე
„მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად“, - ამის შესახებ ს...
1771918831
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკ...



























