შალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს

უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას. ესკალაცია კი ნიშნავს ომს, რომელშიც მარტო ვიქნებით.

,,უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას. ესკალაცია კი ნიშნავს ომს, რომელშიც მარტო ვიქნებით. ომის გამოსაწვევად ზოგჯერ ქვის სროლის ნაცვლად, გინებაც საკმარისია. ეს კინო უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, თუ რა მოიტანა სხვების რჩევებზე აყოლამ.

ოთხი წლის წინ, ომის დაწყების პირველივე დღეებში მკაცრად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესება არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და საქართველოს არავისთან ამის გამო ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

საკუთარი ინტერესებისათვის სხვების გაწირვა არასწორი და არასამართლიანია. მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ ესკალაციისათვის გაწირვას ომი მოჰყვება”,- წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771928980

საზოგადოება

„იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას“ - „იმედი“ ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ 👇 „როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვე...

იმედიიმედი

1771928480

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს

ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმიანება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ ნაბიჯს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობად აფასებს. „...

ლევან მახაშვილი

1771925548

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არს...

მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

1771924415

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ვაშინგტონში ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, საქართველოს ხმა ერთ-ერთი ძლიერი იქნება

ვაშინგტონში ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, საქართველოს ხმა ერთ-ერთი ძლიერი იქნება, მიგვიწვიეს და მივდივართ. სხვაგან თუ მიგვიწვევენ, სხვაგანაც მივალთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგი...

თენგიზ შარმანაშვილი

1771923507

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ, ვადამდელი არჩევნები რომ ჩავატაროთ, გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე გვაქვს

„ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებული, უცხვირპიროები, უსამშობლოები და ყოველგვარი რეიტინგის გარეშე“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიი...

ირაკლი ზარქუა