თენგიზ შარმანაშვილი: იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან
„იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად იხოცება, საფრანგეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლის თავს.
მისი თქმით, სამხედრო სტრატეგია არ სჭირდება იმ ფაქტს, რა დაემართებოდა საქართველოს იმ შემთხვევაში, სულ მინიმალური დოზით ის რომ განმეორებულიყო, რაც უკრაინის საჰაერო სივრცეში ხდება.
„საქართველოს ტერიტორიის სიმცირე წარმოიდგინეთ, 40 კმ-ში არის მათი საოკუპაციო არმია განლაგებული. ჩვენ ამ ავანტიურას რომ წამოვგებოდით, საერთოდ რუსების ერთ ჯარისკაცსაც რომ არ შემოედგა ფეხი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამი დღე რომ არ ესროლათ რაკეტები და დრონები უკრაინისთვის და ეს სამი დღე ის რაოდენობა ესროლათ მცირემიწიანი საქართველოსთვის, რა დიდი სამხედრო სტრატეგია სჭირდება იმას, რა დაგვემართებოდა. რეალობა არის ეს და რეალობა არის ის, რომ ამ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად იხოცება, საფრანგეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა.
1771921904
მსოფლიო„რესპუბლიკელი“ სენატორები: დრო იწურება. ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვას უნდა დაუჯეროს
აშშ-ის კონგრესის სენატის „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სენატორების განცხადებით, დრო იწურება და ირანის რეჟიმმა აშშ-ის პრეზიდენტი...
1771921001
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე,...
1771920194
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი, შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე. როგორც...
1771919342
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე
„მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად“, - ამის შესახებ ს...
1771918831
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკ...




























