თენგიზ შარმანაშვილი: ვაშინგტონში ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, საქართველოს ხმა ერთ-ერთი ძლიერი იქნება
ვაშინგტონში ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, საქართველოს ხმა ერთ-ერთი ძლიერი იქნება, მიგვიწვიეს და მივდივართ. სხვაგან თუ მიგვიწვევენ, სხვაგანაც მივალთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, „ტრამპმა თავისი ძალისხმევა გადაიტანა ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე და ისიც თქვა, რომ არ გაუკვირდება, თუ სხვა სახელმწიფოები საკუთარი ეროვნულობის დაცვით გამოვლენ“.
„გლობალიზაციის რადიკალური ხარისხი იმ დონეზე ავიდა, საქართველოში მათი აგენტები იმაზე საუბრობდნენ, რომ სახელმწიფო მოძველდა და შეიძლება, ეს ყველაფერი სხვა ვითარებაში აღმოჩნდეს. ანუ, ეროვნულობა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი მეორეხარისხოვნად ეჩვენებოდათ და ეჩვენებათ კიდეც. დონალდ ტრამპის მთავარი ლოზუნგი იყო, რომ ამერიკა ძლევამოსილი გამხდარიყო.
თავისი ძალისხმევა გადაიტანა ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე. თქვა ისიც, რომ არ გაუკვირდება, თუ სხვა სახელმწიფოები საკუთარი ეროვნულობის დაცვით გამოვლენ და ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ დააფინანსებს, რომლებიც სახელმწიფოების სუვერენიტეტს შელახავს. ეს ორგანიზაციები თავად გააუქმა, რადგან ბრალი დასდო, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში უხეშად ერეოდნენ და ამერიკის ინტერესები ზარალდებოდა. ეს ალიანსი ტრამპის ცნობილი პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან მათთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი პრიორიტეტულია.
ჩვენი პოზიცია გახმოვანდება, მაგრამ ალბათ ვაშინგტონში ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც იქნება და საინტერესო იქნება. საქართველოს ხმა კი, ერთ-ერთი ძლიერი იქნება, რადგან ამ ყველაფერზე საუბარი დიდი ხნის წინ დავიწყეთ.
რაც შეეხება მომწვევს, დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებდა. სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე ვინც საუბარს გაბედავს, ეუბნებიან, რომ რუსია. ამას ეუბნებიან დონალდ ტრამპსაც. არავინ არავის ეძებდა, მიგვიწვიეს და მივდივართ. სხვაგან თუ მიგვიწვევენ, სხვაგანაც მივალთ. რაც შეეხება ანა პაულინა ლუნას, დონალდ ტრამპი მის ძალისხმევას და საქმიანობას უმაღლეს დონეზე აფასებს.
ამერიკა თავის ეროვნულ ინტერესებს როცა იცავს, ჰაერში ფრენას თავი დავანებოთ და ვიცოდეთ, რომ ისინი ყველას დაელაპარაკებიან. არც ის გაგიკვირდათ, საფრანგეთის პრეზიდენტი კისრისტეხით რომ გავარდა სინ ძინ პინთან და შემდეგ ევროკავშირიც მიჰყვა. შენს ეროვნულ ინტერესებს თუ იცავ, ყველასთან დალაპარაკება შესაძლებელია და დიდი ქვეყნები ამას აკეთებენ. ეს მოგვწონს თუ არა, ასეა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1771926383
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიტანეთის ინტერესი ბრიტანელი და არა ქართველი ხალხის ინტერესია. ის, რომ „არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი“ მხოლოდ რიტორიკაა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს
უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუ...
1771925548
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არს...
1771923507
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ, ვადამდელი არჩევნები რომ ჩავატაროთ, გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე გვაქვს
„ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებული, უცხვირპიროები, უსამშობლოები და ყოველგვარი რეიტინგის გარეშე“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიი...
1771923006
ახალი ამბებისიმონ მასხარაშვილი: 1921 წელს ჩვენ შეგვეძლო არ დავცემულიყავით, ჟორდანიას მთავრობას ოსმალეთისთვის რომ კარი არ გაეღო და უომრად არ დაეთმო ტერიტორიები, საბჭოთა კავშირში საქართველო ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილით აღმოჩნდებოდა
„მთავარსარდალი, რომელიც დედაქალაქს ბრძოლის გარეშე დატოვებს, ის არის მოღალატე“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა გენერალი კვინიტაძისა და ნოე ჟორდანიას შესახებ საუბრისას, გადაცემაში „შუადღ...
1771922566
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა ააშენოს რუსეთთან
„იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ლამის განადგურების პირასაა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად იხოცება, საფრანგეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ერთიანი უსაფრთხოების სისტემა უნდა...


























