სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.
1784535516
საზოგადოებაკახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის ფართების გადაცემა იყო ღირსების, სამართლიანობისა და ადამიანების წინაშე აღებული სიტყვის შესრულების საკითხი
თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა...
1784534944
საზოგადოებაკახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შ...
1784534914
საზოგადოებაკახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს
ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებე...
1784534317
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯან...
1784534142
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიო...


























