რევაზ სოხაძე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიონში განხორციელებულა. რამდენიმე დღის წინ კი ავტოტრანსპორტისთვის გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებითი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე დარჩენილ 3 კილომეტრზე, რომლის გახსნას ოქტომბერში ველოდებით“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც შუა დერეფნის განვითარებაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო ქვეყნის როლს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარი პრინციპია არა მხოლოდ პროექტების სწრაფად დასრულება, არამედ მათი სწორად და მაღალი სტანდარტით შესრულება.

მისი განმარტებით, გრიგოლეთი - ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან მონაკვეთზე გარკვეულ კონსტრუქციებზე გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც კონტრაქტორი საკუთარი ხარჯებით ასწორებს მათ. სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული მონაკვეთის გახსნის ვადის გადაწევა.

„ანალოგიური გადაწყვეტილება მივიღეთ სამტრედია - გრიგოლეთის 6-კილომეტრიან მონაკვეთზეც. მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნა რამდენიმე თვის წინ იგეგმებოდა, სამუშაოების ხარისხი არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ჰპირდება. გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა შეუიარაღებელი თვალით არც ყოფილიყო შესამჩნევი, თუმცა ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვერ მივცემთ თავს უფლებას, მცირედი წუნითაც კი ჩავიბაროთ გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი თუ ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი“ - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხარისხზე გაკეთებული აქცენტი მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და უკვე პრაქტიკაში ხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებთან თანამშრომლობის გამოცდილებამ კონტრაქტორებს ნათლად დაანახა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

„მინდა ეს გზავნილი ყველასთვის მკაფიო იყოს, მათ შორის იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც მომავალში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ. ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ობიექტს ნებისმიერი ხარისხით ჩავიბარებთ. თითოეული კონტრაქტორი ვალდებულია სრულად დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები და უმაღლესი ხარისხის სტანდარტი. ამ მიმართულებით სახელმწიფო იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო და მაქსიმალურად დაიცავს ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784565529

სპორტი

FIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC

„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...

მსოფლიო ჩემპიონატი

1784564439

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...

პროკურატურა პროკურატურა

1784562080

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

შსს შსს

1784560850

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი

„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...

იმერეთის გუბერნატორი

1784558297

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია

„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...

ზვიად შალამბერიძე