კახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს

ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების წახალისება გარედან თავსმოხვეულია და ამ მიზნით გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება.

„თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, დაპირისპირების მცდელობა, რევოლუციების მოწყობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, წახალისება გარედანაა თავსმოხვეული და წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ შედეგებსაც დადებს.

„სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, ვინმეს გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ამის გამო შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784565529

სპორტი

FIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC

„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...

მსოფლიო ჩემპიონატი

1784564439

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...

პროკურატურა პროკურატურა

1784562080

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

შსს შსს

1784560850

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი

„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...

იმერეთის გუბერნატორი

1784558297

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია

„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...

ზვიად შალამბერიძე