სოსიაშვილი კიევის მერის მიმართვაზე: მოსახლეობის გაყვანა ქალაქიდან გასაგებია, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგა ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ უბედურებაში არ შეეყვანა ქვეყანა - საკუთარი თანამოქალაქეები გაწირეს წინასწარ წაგებულ ომში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი, ეხმიანება კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, კიევის მცხოვრებლების მიერ დედაქალაქის დატოვებასთან დაკავშირებით.

სოსიაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგა ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ იმ უბედურებაში არ შეეყვანათ საკუთარი ქვეყანა და მოსახლეობა, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან.

„მოსახლეობის გაყვანა ქალაქიდან გასაგებია, რომ მოუწოდა, მაგრამ კიევის და ზოგადად უკრაინის ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაედგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ უბედურებაში არ შეეყვანათ ქვეყანა და უამრავი ადამიანი არ გაეწირათ, საკუთარი თანამოქალაქეები გაწირეს წინასწარ წაგებულ ომში როდესაც შეგყავს, უთანასწორო ომში, რომელიც იცი, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფით, შენი ქვეყნის ტერიტორიების ახალი ნაწილების ჩამოცილებით და მოსახლეობის განადგურებით დამთავრდება და ხელისუფლებაში ხარ ამ დროს, გონიერებას უნდა მოუხმო და შენი ქვეყნის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს გონიერება არ გააჩნიათ და სახეზეა შედეგი, რამაც ეს ქვეყანა მიიყვანა სრულ კატასტროფამდე“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768067557

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში

შვედ-ბრიტანელი სტრატეგი და ეკონომისტი მარკ ბროლინი ევროკავშირის ინსტიტუციური დაშლის თვალსაჩინო კრიტიკოსია. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ევროპის ამჟამინდელი დაცემა არ არის გლობალური ცვლილებებით...

ანალიტიკოსი

1768064430

მსოფლიო

ილონ მასკი გავრცელებულ ცნობაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ონლაინ კომენტარების გამო დაკავებების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა: რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი X-ზე მომხმარებლის ტვიტს აზიარებს და ბრიტანეთის მთავრობას ფაშისტურს უწოდებს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია, რომ...

ილონ მასკი

1768062010

ახალი ამბები

დავით კაჭარავა ახალ მწვრთნელზე: მთავარი მოთხოვნა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა, პიერ-ანრი ბრონკანი ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალი მწვრთნელების - ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება. „ვულოცავ პიერ-ა...

დავით კაჭარავა

1768058013

ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ი...

პროკურატურაა

1768054580

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი - ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბ...

გიორგი ვოლსკი