სპეციალური პენიტენციური სამსახური: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, ისე იმ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან.

„საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას გადაამოწმონ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება. მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის მცდარ წარმოდგენებს არსებული რეალობის შესახებ“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778835234

ახალი ამბები

პრემიერი: როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, ყველა არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა - ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია, თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი ძალა, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წ...

ირაკლი კობახიძე

1778834824

ახალი ამბები

პრემიერი: 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და ეს წელი იქნება განსაკუთრებული ქვეყნისთვის

„17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალი...

ირაკლი კობახიძე

1778833403

ახალი ამბები

პრემიერი: სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები

ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებ...

 ირაკლი კობახიძე

1778832506

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციის ალიანსზე“ - კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა და პასუხების გაცემაა - როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა, თვალებში ყურება და პასუხების გაცემაა. რ...

 თეონა ფანქველაშვილი

1778831496

ახალი ამბები

დღეიდან პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩა...

იტალია