მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება, არა პოლიტიკური შეფასება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა
„დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა, არანაკლებ საშიშია ორმაგი სტანდარტები, დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო კვლავ ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
„გამოსვლის დასაწყისში, მსურს, მტკიცე სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ, რუსეთის განგრძობადი აგრესიით გამოწვეული ტანჯვისა და მსხვერპლის ფონზე. დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება.
დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.
შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება. ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა.
კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია – მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.
თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მარტივად მიწებება — ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.
პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის — ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის ასიათასობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს.
ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება.
დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.
საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1778831496
ახალი ამბებიდღეიდან პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია იწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს, 09:00 საათზე იწყება და 25 მაისის 00:00 საათის ჩა...
1778830998
ახალი ამბებისაქართველოს გენერალურმა პროკურორმა თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონ...
1778830493
ახალი ამბებიავთანდილ კასრაძე: იაპონიის მაღალტექნოლოგიურ და მასშტაბურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სააგენტოს იმ...
1778830035
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენო...
1778829858
ახალი ამბებისამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო...































