სულხან თამაზაშვილი: ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს აჭარაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძეთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გაგრძელდება, რაც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას აჭარაში. ახალი საგანმანათლებლო სივრცეები შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში და გახდება ძლიერი ქვეყნის მშენებლობის საფუძველი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილი და რევაზ სოხაძე ბათუმის №26 და №3 საბავშვო ბაღებში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღებში შეიქმნება ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, თანამედროვე გარემო - მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო სისტემები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ბათუმის №5 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 810 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
1769188217
ახალი ამბებიშსს: ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, სრული სიცრუე და მანიპულაციაა
გვსურს გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, - შინაგან საქმე...
1769186634
მსოფლიობერლინმა და რომმა თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას...
1769185278
ახალი ამბებისადღობელაშვილი გივი თარგამაძეს: პროევროპული ოპოზიცია კი არა, ნაყიდი, დაქირავებული და ქვეყნის მტრები ხართ და თუ „ოცნების” ინიციატივა, დებატებთან დაკავშირებით, შენისთანა განულებულებ აგენტურას არ შეეხება, ეს საქართველოს წაადგება
ციხიდან გივია თარგამაძის ბოლო სიმღერა (ანუ რეკვიემი რე მინორში) წავიკითხე და სულის ჩაწვამდე შევიგრძენი ის ტკივილი, რომელიც ამ არ თუ ვერ აფეთქებულის ტვინში მოიხარშა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სად...
1769182063
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
ქვეყნის სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერა...
1769180291
ახალი ამბებიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფ...































