სოზარ სუბარი: ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით - ერთ სივრცეში რამდენიმე ალტერნატიული გზის არსებობა ხელს შეუწყობს მეტი ტვირთების მოზიდვას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ზანგეზურის დერეფანზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და რადიკალური ოპოზიციის პოზიციებზე საუბრობს.

ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება - ვგულისხმობ უახლოეს რამდენიმე წელიწადში გამორიცხულია, თუნდაც იქ არსებული რთული რელიეფის გამო. შესაბამისად, ეს დერეფანი ახლო პერსპექტივაში ვერ იქნება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზის კონკურენტი, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა რეგიონში რამდენიმე ალტერნატიული მიმართულება გაჩნდება, ეს ხელს შეუწყობს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესებას, შესაბამისად მოხდება მეტი ტვირთების მოზიდვა და საქართველოსთვისაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა და აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველას ინტერესში შედიოდა, ხოლო სომხურმა საზოგადოებამ იქ ჩატარებულ არჩევნებზე მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესს საზოგადოებრივი მხარდაჭერაც ჰქონდა.

მართალია, ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუწყვეტელი - დაწყებული საზღვრების დელიმიტაციით, გაგრძელებული ყარაბაღში მოსახლეობის დაბრუნების საკითხით და სხვა მრავალი პრობლემით - მაგრამ მთავარი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთ ნაწილში აღდგა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და დამყარდა მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც - არა ომით, არამედ მშვიდობით - აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.

რაც შეეხება ზანგეზურს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებას — რომ დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთები საქართველოს გავლით გადაადგილდება, თუმცა დადგება დღე, როდესაც ეს ტვირთები აზერბაიჯანიდან პირდაპირ სომხეთში შევა. როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობელია და მათ საერთო საზღვარი აქვთ, სრულიად ბუნებრივია, რომ ტვირთი პირდაპირი გზით შევიდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში და არა მესამე ქვეყნის გავლით. შესაძლოა, საქართველომ ამით მცირე შემოსავალი დაკარგოს, მაგრამ ეს, ჯერ ერთი, არც ეკონომიკურად არის დიდი მოცულობა და მეორე, ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, ამას მოითხოვს გეოგრაფია და ელემენტარული საღი აზრი.

რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, რომელიც, პირველ რიგში, ცენტრალურ აზერბაიჯანის თავისსავე ნაწილთან - ნახიჩევანის ავტონომიასთან დააკავშირებს - ეს არის უმოკლესი გზა აზერბაიჯანის ორ ნაწილს შორის. შესაბამისად, ამ გზაზე ტვირთების მოძრაობა სრულიად ბუნებრივი და მისასალმებელია.

მეორე - ზანგეზურის დერეფნის გაგრძელება ნახიჩევანიდან თურქეთამდე და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნა, რასაც დღეს „ტრამპის დერეფანს“ უწოდებენ (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად) - ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ტვირთების ნაწილის დაკარგვას? მე პირიქით, აქ პერსპექტივას უფრო ვხედავ: კავკასია პატარა რეგიონია და ის უნდა აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკური სივრცე, რის საშუალებასაც დღემდე ჩვენს სამეზობლოში არსებული კონფლიქტი არ იძლეოდა. როდესაც აქ იქნება კარგად დაცული დერეფანი, რომლის მიმართაც არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ეს აუცილებლად გამოიწვევს მისი ცნობადობის გაზრდას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას ამ დერეფნის ყველა განშტოებაზე, რაც საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება.

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის მორიგ მავნებლურ ნარატივს ამხელს. როდესაც აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მომავალში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ რუსეთიდან სომხეთისკენ ან თურქეთისკენ მიმავალმა ტვირთებიც შესაძლოა აზერბაიჯანის გავლით გაიაროს, აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ქვეშეთი-კობის ახალი გზის და რეგიონში უდიდესი გვირაბის წინააღმდეგ, რომელმაც გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის გვერდის ავლის უნდა დააკავშიროს ისტორიული ხევი, ანუ სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა დანარჩენ საქართველოს.

მე პირადად ვარ ამ იდეის იდეის ავტორი: 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ მაშინ დაიწყო ამ იდეის ჯერ განხილვა, შემდეგ პროექტის დამუშავება და დღეს უკვე მივედით იქამდე, რომ გვირაბი დამთავრებულია და მომავალ წელს ეს გზაც უნდა გაიხსნას.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?

ჯერ ერთი, ყოველწლიურად, ზამთრის განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2-3 თვით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ამავე დროით, ბუნებრივია, შეწყვეტილია ტრანზიტული მოძრაობა, ხალხი წვალობს, ტვირთები არ მოძრაობს. არადა, ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც სომხეთს, თურქეთს და სამხრეთის სხვა ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს. ბუნებრივია, არავის მოსწონს დერეფანი, რომელიც ყოველწლიურად 2-3 თვით დაკეტილია. შესაბამისად, რადგან ჩნდება ალტერნატივა სომხეთ-აზერბაიჯანის მარშრუტის სახით, ბუნებრივია, რომ მომავალში მთელი ტვირთბრუნვა იქით გადაინაცვლებდა.

არადა, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში დარიალის გზა არის უმოკლესი და ყველაზე მოხერხებული სატრანზიტო მაგისტრალი როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისა თუ სამხრეთით მდებარე სხვა ქვეყნებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანის ტრანზიტი ვერაფრით ჩაანაცვლებს. ქვეშეთი-კობის გვირაბისა და გზის დამთავრების შემდეგ სტეფანწმინდა-დარიალისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მოკლდება, ფართოვდება და, რაც მთავარია, წლის ნებისმიერ დროს იქნება უსაფრთხო და ფუნქციური. სწორედ ეს არ მოსწონს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ამიტომ ებრძოდნენ ამ გზის მშენებლობას, მიზეზად კი იმას აცხადებდნენ, თითქოს ამ გვირაბით რუსული ტანკები თბილისში უფრო ადვილად შემოვლენო. ლაპარაკია იმ ტანკებზე, რომლებიც, მათი მოღალატური პოლიტიკის გამო, თბილისიდან 30 კილომეტრში, ახალგორში არიან განლაგებული და არაფერში სჭირდებათ დარიალიდან შემოჭრა,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769185278

ახალი ამბები

სადღობელაშვილი გივი თარგამაძეს: პროევროპული ოპოზიცია კი არა, ნაყიდი, დაქირავებული და ქვეყნის მტრები ხართ და თუ „ოცნების” ინიციატივა, დებატებთან დაკავშირებით, შენისთანა განულებულებ აგენტურას არ შეეხება, ეს საქართველოს წაადგება

ციხიდან გივია თარგამაძის ბოლო სიმღერა (ანუ რეკვიემი რე მინორში) წავიკითხე და სულის ჩაწვამდე შევიგრძენი ის ტკივილი, რომელიც ამ არ თუ ვერ აფეთქებულის ტვინში მოიხარშა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სად...

ლადო სადღობელაშვილი

1769182063

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

ქვეყნის სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერა...

მარიამ ქვრივიშვილი

1769180291

ახალი ამბები

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფ...

პროკურატურა

1769178466

ახალი ამბები

მაღლაფერიძე: სრულფასოვანი დებატისთვის მხოლოდ ტელევიზიის სურვილი არ კმარა, დებატს წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები, შეურაცხყოფა, სიტყვის გაწყვეტინება, ყვირილი - ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ

„დებატები რომ პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს ნათელია და ამაზე კამათი არ ღირს. ნებისმიერი ტელევიზია, რომელიც პროპაგანდისტული ახირებით არ მუშაობს, რასაკვირველია, დებატებს დიდი სიხარულით...

ვასილ მაღლაფერიძე

1769177160

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე „საიას“ სარჩელზე: ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო

ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო მთელი ამ პერიოდის გ...

ზვიად შალამბერიძე