სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში.

დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავისა და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.

გასულ წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1768335398

მსოფლიო

ტრამპმა ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება ურჩია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიჩიგანში, „ფორდის“ ავტოქარხანაში ყოფნისას, ირანში მიმდინარე მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმის...

 დონალდ ტრამპმა

1768334525

მსოფლიო

„სიბიეს ნიუსი“ - ირანში დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს

ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის გარეთ მყოფი აქტივისტები იტყობინებიან. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინ...

 ირანში დაღუპულთა რაოდენობა

1768333039

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიონობით ბარელ ნავთობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ენერგეტიკულ რესურსებსა და იმპორტზე საუბრისას ხაზი გაუსვა იმ მასშტაბებს, რომლითაც ამერიკა ნავთობს იღებს. ტრამპის განმარტებით, ამჟამად ქვეყანაში ყოველდღიურად,...

ტრამპიტრამპი

1768331513

მსოფლიო

POLITICO: ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა ნატოს წევრების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების აღსაკვეთად კანონპროექტი წარადგინა

ამერიკელ კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნატოს წევრ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე შეჭრის შესაძლებლობა აღუკვეთონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLI...

 ამერიკელი კანონმდებლები

1768330002

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირში არსებულ ვითარებასა და რეფორმირების საჭიროებაზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა. მინისტრის...

მაკა ბოჭორიშვილ