პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, რომლის საშუალო მაჩვენებელმა 2025 წელს 7,5% შეადგინა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგნოზირებადი გარემოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და იმ ინიციატივებს, რომლებსაც ხელისუფლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770199511

ახალი ამბები

ვოლსკი: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის საფუძველი არის, შანსი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია

„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ...

გია ვოლსკი

1770196151

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებუ...

ირაკლი კობახიძე

1770195931

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით

საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში მორიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკ...

მარიამ ქვრივიშვილ

1770195910

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1770195228

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა - თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ

გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას, ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმ...

დავით ჩიხელიძე