პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ.

„უძრავი ქონების ნასყიდობის და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ორგანიზებისთვის ბრალდებულებმა დაზარალებულს თანხის გადაცემა მოსთხოვეს და პირად საბანკო ანგარიშებზე დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს. ბრალდებულები დაზარალებულს არწმუნებდნენ, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის საკითხზე აქტიურად მუშაობდნენ მაშინ, როცა მესაკუთრის მიერ ამ ქონების გასხვისების საკითხი არც კი განიხილებოდა.

ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის მიერ გადაცემული დიდი ოდენობის თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს, რის შედეგადაც დაზარალებულს 129 900 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაკავებულია, ხოლო მეორეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771843092

ახალი ამბები

კახა კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებით

„როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებით კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურ...

კახა კალაძე

1771841567

ახალი ამბები

1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება

1-ელი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება აღნიშნულ ს...

დასაქმება

1771840102

ახალი ამბები

პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-იდან ჩამოსულია 9,4%-მდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და მთავარი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავანულოთ

2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღა...

ირაკლი კობახიძე

1771838935

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1771838713

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა

რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟ...

შალვა პაპუაშვილი