სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა.

ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777888083

საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორ...

საპატრიარქო

1777887643

სპორტი

მინდია ჭინჭარაული ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ევროპის ჩემპიონია

ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა. ასევ...

მინდია ჭინჭარაული

1777883933

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მ...

ირაკლი კობახიძე

1777883804

საზოგადოება

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული, - წერს გამოცემა transcor-ი. გამოცემის ინფო...

ტრაილერები

1777882749

საზოგადოება

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი თავის დაცვა შევძლოთ. უნდა გავზარდოთ სამხედრო წარმოება

ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის დაწყებამდე. მისი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი