ილჰამ ალიევი: სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა

სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას.

ალიევის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება ჰქონდეთ ზოგიერთი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ევროპარლამენტი სამიზნეში იღებს აზერბაიჯანს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას აზერბაიჯანი-სომხეთის სამშვიდობო პროცესისადმი მისი პოზიციის გამო. სამწუხაროდ, ყველა ევროპულ ინსტიტუტს არ გამოუხატავს მსგავსი მიდგომა. ერთ-ერთი ასეთი იყო ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი 2001 წლის იანვრიდან გახლავთ ევროპის საბჭოს წევრი. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა წერტილი დაუსვა სეპარატიზმს ყარაბაღში. ჩვენ თავად განვახორციელეთ 1993 წელს მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. აქედან 4 თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სანქციები დაუწესა ჩვენს დელეგაციას. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქცევის წესად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ისეთივე ღირებულია, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ეს კრება სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად საბოტაჟს მიმართავს. 2021 წლის მაისიდან ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან 6 თვეში 2026 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, რომლებიც სავსეა აზერბაიჯანის შეურაცხყოფითა და ტყუილებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ 5 წელიწადში 14 რეზოლუცია - ერთგვარი შეპყრობილობაა. უახლესი რეზოლუცია 4 დღის წინ მიიღეს, მიზანმიმართულად ამ სამიტის წინ. ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება ჰქონდეთ ზოგიერთი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ევროპარლამენტი სამიზნეში იღებს აზერბაიჯანს. ცილს სწამებს მას და ავრცელებს ტყუილებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დაასრულა სეპარატიზმი და პასუხისგებაში მისცა ომის დამნაშავეები. პასუხად, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტთან ყველა სფეროში თანამშრომლობა ოფიციალურად შეაჩეროს. შეწყვიტოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა და დაიწყოს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრობის შეწყვეტის პროცედურა. მსურს, მივულოცო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, რომ ამ სამიტს სომხეთში მასპინძლობს“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777889107

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატ...

ირაკლი კობახიძე

1777888659

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპა...

სკრინინგი სკრინინგი

1777888083

საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორ...

საპატრიარქო

1777887643

სპორტი

მინდია ჭინჭარაული ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ევროპის ჩემპიონია

ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა. ასევ...

მინდია ჭინჭარაული

1777887350

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო