პრემიერი: მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა, რასაც დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლებაზე
გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს - 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 87%-ით გაიზარდა.
„საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს - 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია.
მანამდე ჯამში მხოლოდ 8000 პატიმარი გვყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87 პროცენტით. გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა, რასაც, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვებია. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ, ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს. მზად ვართ, საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრეფიკის სქემები გამოვავლინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
1777888659
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპა...
1777888083
საზოგადოებასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა
დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორ...
1777887643
სპორტიმინდია ჭინჭარაული ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ევროპის ჩემპიონია
ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა. ასევ...
1777887350
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტ...
1777883933
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მ...



























