ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე - არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კვლევები ადგილზე კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევების და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო ასევე სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში. დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777888083

საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორ...

საპატრიარქო

1777887643

სპორტი

მინდია ჭინჭარაული ბოდიბილდინგსა და ფიტნესში ევროპის ჩემპიონია

ესპანეთში ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. Classic Physique-ს კატეგორიაში (175 სმ. კატეგორია) მინდია ჭინჭარაულმა პირველი ადგილი დაიკავა და Mr. Europe-ის ტიტული მოიპოვა. ასევ...

მინდია ჭინჭარაული

1777887350

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1777883933

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მ...

ირაკლი კობახიძე

1777883804

საზოგადოება

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული, - წერს გამოცემა transcor-ი. გამოცემის ინფო...

ტრაილერები