პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა - ეს არის წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ აშშ-მა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ურთიერთობა საქართველოსთან

ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ შეერთებულმა შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ამგვარად უპასუხა კითხვას, იქნება თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლების ხელშემწყობი შეხვედრა, რომელიც მილანში გაიმართა. როგორც ცნობილია, მილანში საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.

შალვა პაპუაშვილმა თემაზე საუბრისას მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს როლს გაუსვა ხაზი.

„საქართველო ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო პირველ ადგილზე არის ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე - ყველა სხვა ქვეყანასთან - ნატოს წევრ თუ არაწევრ ქვეყანასთან შედარებით შედარებით. ასევე ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი.

ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი დანაშაული არის ბაიდენის ადმინისტრაციისა, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, ამიტომ ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც სამყაროში ხდება. რა თქმა უნდა, ყველა სხვა ამოცანასთან შედარებით ჩვენი უპირველესი ამოცანა არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის ჩვენი მზაობა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770369744

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...

კახა კალაძე

1770368985

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა

ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველო...

შალვა პაპუაშვილი

1770368639

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება

ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არს...

შალვა პაპუაშვილი

1770368335

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება

„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო...

შალვა პაპუაშვილი

1770368221

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი