პაპუაშვილი: უკრაინული და მოლდავური გზა ჩვენი გზა არ არის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ - ჩვენი სახელმწიფოებრიობით, დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში
ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ დებატი გვქონდეს ნებისმიერ თემაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას - „ორი პოლიტიკური გაერთიანება - ხალხის ძალა და ერთიანი ნეიტრალური საქართველო ითხოვს, რომ გაიხსნას დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში, ევროინტეგრაცია არ წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ ინტერესს - რას პასუხობთ ამ ინიციატივას?“
„მათ შორის არიან ჯგუფები, რომელიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს განათლებას რეფორმა არ სჭირდება - მზად ვართ ამ ადამიანებთან შევიდეთ დისკუსიაში; არიან ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს - მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე. ასე რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დებატისთვის“, - აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო არ დაზიანდეს.
„ჩვენ ევროკავშირის წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო, როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს. ვხედავ ჩვენ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში - ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე სხვა არაფერს ვსაუბრობ, მოლდოვის პრეზიდენტი საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, უკრაინული და მოლდავური გზა ჩვენი გზა არ არის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ - ჩვენი სახელმწიფოებრიობით, დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში, ისე როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო ცენტრი - მოსკოვი და ახლა უნდა იყოს საკავშირო ცენტრი ბრიუსელში. ამ მხრივ გამოწვევები არის ევროკავშირში, დღევანდელი ბრიუსელი სრულად არის აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელზე საქართველოს დგას ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს შესაბამისად ქართულ ღირებულებებს. ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა 78-ე მუხლით, რომელსაც წინ უძღვის 77 მუხლი, სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, ბრიუსელს მივცეთ შესაძლებლობა, ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში და ბრიუსელიდან დაგვინიშნონ მოსამართლეები და პროკურორები. დისკუსია მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ვაცნობიერებთ მთელ სირთულეს ამ გზის და მნიშვნელოვანია ეს გზა სწორედ გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ, რომ არის რა თქმა უნდა რისკები და ამ რისკებს სჭირდება მყარი, სუვერენული პასუხები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1770369744
ახალი ამბებიკახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...
1770368985
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა
ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველო...
1770368639
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება
ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არს...
1770368335
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა, ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება
„ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე, შუა დერეფანზე ისე, რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო...
1770368221
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...


























