არჩილ გორდულაძე დანიაში აქციის დარბევაზე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა
არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, რადგან საქართველო არ ასრულებს ევრობიუროკრატების დავალებას, საქართველოში გამართულ ძალადობრივ აქციას შეუძლიათ, უწოდონ მშვიდობიანი და საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს - დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში მშვიდობიან აქციას ხელკეტებითა და ძაღლების საშუალებით შლიან.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ჩვენი გუნდი არ ასრულებს გარკვეული ევრობიუროკრატების და მათ უკან მდგომი ადამიანების დავალებებს და არ ვრთავთ ჩვენს ქვეყანას მეორე ფრონტის სახით ომში, შესაძლებელია, რომ იმ აქციას, სადაც ცდილობდნენ, რომ ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცავები და გაენადგურებინათ პარლამენტი, უწოდონ მშვიდობიანი აქცია, ხოლო საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს, დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში, სადაც აბსოლუტურად მშვიდობიანად გამოხატავდნენ ადამიანები თავიანთ მოსაზრებას, შესაძლებელია, რომ ძაღლებით მიუცვივდნენ და ხელკეტებით სცემონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
1779344404
ახალი ამბებისაქართველოში ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ერჟან სადენოვი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა...
1779342334
ახალი ამბებიICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზე...
1779340747
ახალი ამბებიICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება - ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად
დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის...
1779340344
ახალი ამბებიICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით - ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის
რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, - ამის...
1779340056
ახალი ამბებითავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თ...































