თენგიზ შარმანაშვილი: ICG-ს ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ, ეუბნებიან, რომ საქართველო მართალია, იქნებ ჭკუას მოუხმოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათო

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ.

„სტატიაში საქართველოს მოქმედება სრულად გამართლებულია, ქვეყანა იმ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ, რადგან საქართველო ამით კატასტროფამდე მივიდოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანალიტიკოსები ევრობიუროკრატებს მოუწოდებენ, საქართველოს მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება და ევროინტეგრაციის საკითხი გაყონ.

„მოუწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები არ გაქვთ, ამ ურთიერთობას ნუ დააზარალებთო. ამას დიპლომატიურად ამბობენ. იმდენად დარწმუნებული არიან, რომ ევრობიუროკრატები თავიანთ ნარატივს ასე ადვილად არ მოიშლიან, ფაქტობრივად, შეფარვით ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართალია და თქვენ არასწორად ექცევით, იქნებ ჭკუას მოუხმოთ და მისი მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგათო. მთლიან კონტექსტში სურათი ასეთია – სტატიაში აღიარებულია, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უსამართლოა. ეს დამოკიდებულება შექმნილია რაღაც კლიშეებისა და ცრუ ნარატივების გამო, რის გამოც უკან ნაბიჯებს ვეღარ დგამენ და ამ სივრციდან ვეღარ გადიან. მოწოდებაა, რომ გეოგრაფიასაც დაუკვირდნენ, სად არის საქართველო და ასევე საკუთარ ქმედებებსაც, ჰქონდა თუ არა ქვეყანას სხვა გამოსავალი, რათა კატასტროფამდე არ მიეყვანა ვითარება, თუ იმ ნაბიჯებს გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი“ (ICG) აქვეყნებს ანალიტიკურ მასალას საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით“.

ამავე მასალის მიხედვით, „ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან ურთიერთობების შენარჩუნება და უნდა სცადოს თბილისთან პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779342334

ახალი ამბები

ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზე...

ევროკავშირი

1779340747

ახალი ამბები

ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება - ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის...

ევროკავშირის დროშები

1779340344

ახალი ამბები

ICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით - ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის

რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, - ამის...

ICG

1779340056

ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თ...

დამოუკიდებლობის დღე

1779339160

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიან...

ამინდი