თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული „საქართველოს რკინიგზა“ - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ რეგიონში ვიქნებით ძლიერი, სანდო, ეფექტური და სტაბილური პარტნიორი“, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურას არ შეუძლია დიდი ზომის გემების მიღება, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო კონკურენციას ვერ უწევს რეგიონში არსებულ სხვა ნავსადგურებს.
„ჩვენ ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურში, რათა მზად დავხვდეთ გაზრდილ ტვირთნაკადებს. 2030 წლისთვის ველოდებით ტვირთბრუნვის გაორმაგებას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს - საქართველოს ეს სამივე კომპონენტი - საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიულად ვითარდება, რათა შუა დერეფნისთვის საქართველო იყოს სანდო, სტაბილური და ეფექტური, ასევე სწრაფი კვანძი ევროპა - აზიის დაკავშირებადობისთვის.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































