მეუფე შიო: წმ. გიორგის „დიდი მოწამე“ იმიტომ ეწოდება, რომ მან დაითმინა წარმოუდგენელი ტანჯვა და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა

გილოცავთ გიორგობას. წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.

მეუფე შიოს თქმით, წმინდა გიორგის „დიდი მოწამე“ იმიტომ ეწოდება, რომ მან გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება დაითმინა და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

„ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. „განზოგება“ ნიშნავს „ნახევარს“, უფრო სწორად – „განახევრებას“. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე ორმოცდაათდღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნებოდა ეკლესიაში, ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრეტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები. ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). ასეთი საოცარი სიტყვებია. საოცარი არის ასევე ის, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმინდის მადლით წარმოთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს: „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან. ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ“ (ეს. 55, 1). იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან“ (ეს. 12, 3). ნახეთ, როგორ ჰგავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ე.ი. წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს, ოღონდაც კი უარი არ ვთქვათ მასზე. რა საოცარი სიტყვებია! თუკი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა სულიწმინდის მადლით მსოფლიოს, ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „ჰოი, ქრისტე ღმერთო, წყაროო ჩვენისა ცხორებისაო, დიდება შენდა“.

ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს: „ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები?“ – ის გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით სწამს მისი და უყვარს იგი; ხოლო „ცოცხალი წყალი“ რას ნიშნავს? – ეს არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, თუ მთელი გულით ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს. ადამიანი როდესაც უხვად მიიღებს ამ მადლს, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის მდინარეები. ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს აუცილებლად ჩანს, ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ, რომ ის გახდა ამ მადლის მატარებელი. ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ეკლესიის წმინდანების ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით, ყველგან ჩანს ეს მადლი. მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. მათ შორის წმინდა დიდმოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი.

რატომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“? იმიტომ, რომ მან დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით, შემდგომ რომ აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მივიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას „დიდი მოწამე“. თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, მხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა – ეშმაკის ძალა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით ამას ვერ იზამდა. სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმინდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის ამ ბოროტების დამარცხება, იგი სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი. წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, წმინდა გიორგი შეეწიოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგვლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ! ქრისტე აღდგა! გაიხარეთ!“ – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ ქადაგებისას ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა: „მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო