ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არ არის რაღაც იდეური ბრძოლა ღირებულებებისთვის, ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები

ოპოზიციაში დაპირისპირებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, ოპოზიციაში ბრძოლა შიდა გავლენების მოსაპოვებლად მიმდინარეობს.

„იმის მაგივრად, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს 2024 წლის არჩევნებში მიღებული 61 მანდატის საფუძველზე გამოეყენებინათ პარლამენტის ტრიბუნა და სხვადასხვა უპირატესობები, რასაც პარლამენტი იძლევა, როგორც ჩანს, მათ ისევ მიიღეს დავალება, ამ 61 მანდატზე თქვეს უარი და მხარდამჭერები დაკარგეს“- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ ამჯერად ევროპელი პატრონების დავალებით ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრა გადაწყვიტა, თუმცა მათთან სასაუბროდ საზოგადოება არ გავიდა.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია შიდა გავლენებისთვის იბრძვის. როგორც ვხვდები, მათ მიიღეს ახალი დავალება, რადგან ჩვენ („ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“) იმდენად ხშირად ვაპელირებდით, რომ რადიკალები ხალხში არ გადიან და არ ესაუბრებიან საზოგადოებას და მხოლოდ უცხოელი პოლიტიკოსები მონაწილეობენ მათ წინასაარჩევნო კამპანიებში, რომ, როგორც ჩანს, მათი პატრონებიც მიხვდნენ ამ შეცდომას და მისცეს დავალება - გასულიყვნენ ხალხში. ოპოზიციამ სცადა ხალხში გასვლა, მათთან შეხვედრა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი გამოუვიდათ და ისევ ერთმანეთს დაერივნენ. როგორც ვიცი, მათ რაღაც ვერ გაიყვეს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა ცალკე ყოფილიყვნენ და გამოდის, რომ ალიანსი აღარ არის. რადიკალები ებრძვიან ერთმანეთს შიდა გავლენებისთვის.

ეს არ არის რაღაც იდეური ბრძოლა ღირებულებებისთვის - გავლენებისთვის ბრძოლაა, ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვის უფრო მეტად გადაუსვამენ თავზე ხელს ევრობიუროკრატები. სააკაშვილის როლის წარმოჩენაც უნდათ, რომელიც ფაქტობრივად, რასაც მე ვუყურებ, განულებულია და ალბათ ამის ხაზგასმაც უნდათ. მთავარია, რომ ოპოზიცია ხალხს ვერ ელაპარაკება. მათ 2024 წლის არჩევნებში ნდობა გამოუცხადა მხარდამჭერთა ნაწილმა (არსებობს საზოგადოებაში ასეთი ნაწილი, რა თქმა უნდა და სწორედ ესაა დემოკრატია, რომ ყველანაირი აზრისა და შეხედულების ადამიანი არსებობს და ეს მისაღებია) და მიიღეს 61 მანდატი პარლამენტში. მათი მომხრეების სურვილი იყო, რომ ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში, რადგან ენდობოდნენ, მოსწონდათ მათი იდეები და მიდგომებიც.

იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ მოსწონს არც მათი მიდგომები, არც იდეები, მაინც აიღეს ეს მანდატი და იმის მაგივრად, რომ ამ 61 მანდატის საფუძველზე გამოეყენებინათ პარლამენტის ტრიბუნა და სხვადასხვა უპირატესობები, რასაც პარლამენტი იძლევა, როგორც ჩანს, მათ ისევ მიიღეს დავალება და ამ 61 მანდატზე თქვეს უარი.

ოპოზიციამ ხალხში გასვლა მოინდომა და ვერავინ მონახა, ვისაც შეხვდებოდა - ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ამომრჩეველი. პარლამენტში შემოვიდა მხოლოდ ნაწილი ე.წ. გახარიები, რომელთაც თავიანთი მძიმე წარსული აქვთ. ისინი არა რაღაც აზრობრივი, შინაარსობრივი და ღირებულებითი დაპირისპირების ფონზე, არამედ ღალატის მოტივით და საბურველქვეშ გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“.

მათი ლიდერი პირდაპირ შეკრული იყო ენმ-სთან და მათთან დაკავშირებულ მავნებლებთან, და სწორედ ამ ღალატის ფონზე და ღალატით გაკვალულ გზაზე არიან შემდგარები. მათი ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება ამ თვისებით არის გარშემორტყმული და ქართველი ხალხისთვის ნაკლებად სარწმუნო და მისაღებია, რაც არ უნდა სიმართლეს საუბრობდნენ და რაც არ უნდა მისაღები იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მათი პოზიცია,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია

1778947452

ახალი ამბები

შუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...

პოლიცია პოლიცია

1778945595

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...

მარიამ ლაშხი

1778944085

ახალი ამბები

დეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს

„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...

მამაო