ლიზა გეგეჭკორი: როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?
„რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა“, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
გეგეჭკორის თქმით, ნორმალური, მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს.
მისივე განცხადებით, კოლექტიური ნაციონალების და მათი მედიების მიზანი არასდროს ყოფილა ეკლესიის სიძლიერე ან ქრისტიანული ღირებულებების დაცვა - პირიქით, მათი მთავარი ამოცანაა, შეარყიონ საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ და დაასუსტონ ინსტიტუტი, რომელზეც ისტორიულად დგას ქართული იდენტობა.
„უბრალოდ, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ. გაიხსენეთ, რა ეპითეტებით, როგორი საშინელი სიტყვებით, დაცინვითა და შეთხზული ცილისწამებებით ლანძღავდნენ ადამიანს, რომელიც თავად უწმინდესმა და უნეტარესმა გამოარჩია. ილია მეორემ, თავისი უდიდესი სიბრძნით, აწონ-დაწონა და ზუსტად ის სასულიერო პირი დაასახელა მოსაყდრედ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.
და ახლა ეგ ფარისეველი ხალხი გამოდის და მორალს გვიკითხავს, თითქოს ეკლესიაზე და პატრიარქზე ზრუნავენ? როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ასეთ შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს? მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა ეკლესიის სიძლიერე ან ქრისტიანული ღირებულებების დაცვა. პირიქით, კოლექტიური ნაცების და მათი მედიების მთავარი ამოცანაა, შეარყიონ საზოგადოების ნდობა ეკლესიის მიმართ, დათესონ შუღლი, გააუფასურონ ავტორიტეტები და დაასუსტონ ის ინსტიტუტი, რომელზეც ისტორიულად დგას ქართული იდენტობა.
მეუფე შიოზე თავდასხმაც სწორედ ამ დიდი, მიზანმიმართული ომის ნაწილია, რადგან ის ტრადიციული ეკლესიის მყარ ხაზს წარმოადგენს, რაც ამ რადიკალებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნურავის ექნება ილუზია, ვისაც დედა ეკლესია და პატრიარქის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ეზიზღება, მას არასდროს ექნება ქვეყნის მიმართ კეთილშობილური ინტერესები. ტყუილად ირჯებით, თქვენი ბინძური კამპანიები საპატრიარქოსა და მეუფე შიოს წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც თქვენი ყველა სხვა ანტისახელმწიფოებრივი პროექტი!”, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
1792089497
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...






























