ნინო წილოსანი: როდესაც იუკნევიჩიენე მომხსენებლად აირჩიეს, მაშინვე იყო ცნობილი, რა პოლიტიკას გაატარებდა საქართველოსთან დაკავშირებით. ის აქტიური მოკავშირე და მეგობარი იყო სააკაშვილის და მისი საძმოსი. ეს კავშირები ახლაც გრძელდება
ევროპარლამენტი - ეს არის პოლიტიკური სცენა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსი სხვადასხვა დაკვეთების მიხედვით ასრულებენ თავიანთ როლებს, - ასე ეხმაურება საქართელოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
როგორც „დღის ქრონიკასთან“ ნინო წილოსანმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი თუ რა ურთიერთობა აქვს რასა იუკნევიჩიენეს მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან.
„საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი რეზოლუცია ვიცით. კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რას ემსახურება ეს რეზოლუციები და რამდენი ტყუილით არის სავსე. ქალბატონი რასა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მომხსენებლად აირჩიეს, რა თქმა უნდა, უკვე მაშინვე იყო ცნობილი, რა პოლიტიკას გაატარებდა საქართველოსთან დაკავშირებით. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კარგად ნაკვები არის, როგორც პოლიტიკური იდეებით, შესაძლოა, სხვა დაინტერესებითაც. „ნაცების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორედ ლიეტუვა, ქალბატონი რასა, მისი პრემიერ-მინისტრი და ა.შ. აქტიური მოკავშირეები და მეგობრები იყვნენ სააკაშვილის და მისი საძმოსი. ეს კავშირები ახლაც გრძელდება. უფრო დიდ და კონსპირაციულ თემებზე რომ არ ვისაუბროთ, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანურ დონეზეც ისინი დაკავშირებულები არიან „ნაცებთან“. ადამიანურ დონეზე ისინი შესაძლოა დაშინებულებიც კი არიან რაიმე კონკრეტული ფაქტებით. ეს ძალიან კარგად დამუშავებული ხელწერა ჰქონდათ „ნაცებს“, ადამიანებს აშანტაჟებდნენ და ჰყავდათ გამოჭერილი. ყოველ შემთხვევაში, იმის სურვილი აქვთ, რომ ის მავნებლური ძალა დაბრუნდეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































