თამარ იოსელიანი: ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით
„ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი, რომელიც ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და აზერბაიჯანულ მხარეს (SOCAR და SOCAR Midstream Operation LLC) შორის მიღწეული შეთანხმება ბაქო-სუფსის მაგისტრალის ქართული სეგმენტის მართვას ეხება.
თამარ იოსელიანის თქმით, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საქართველოს უკვე ათწლეულებია აკავშირებს კასპიის რეგიონთან, შავ ზღვასთან და ევროპულ ბაზრებთან.
„ბოლო 3 წელია აღნიშნული მილსადენით ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და სუფსის ნავსადგურში მხოლოდ რამდენიმე გემთშემოსვლა დაფიქსირდა. დღეს, როდესაც ენერგოუსაფრთხოება, სტაბილური სატრანზიტო მარშრუტები და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს, როგორც სანდო და პროგნოზირებადი დამაკავშირებელი დერეფნის ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რეგიონში თანამშრომლობა, დაკავშირებადობა და ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ უპირატესობად.
1779202297
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: Routes Europe 2026-ზე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან ახალი ავიარეისებისა და სიხშირეების ზრდაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ
საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაერთიანება მეორე დღეა პარტნიორ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიურ შეხვედრებს მა...
1779201579
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე: დარწმუნებულები ვართ, მალე მილსადენი სრულად დაიტვირთება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ბევრად მეტი სარგებელი მიიღოს და შეასრულოს როლი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირების განახლებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბ...
1779201298
ახალი ამბები26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე, ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღ...
1779201096
ახალი ამბებისპორტის მინისტრმა საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შეხვედრაზე მინისტრმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა მი...
1779198746
ახალი ამბებიდიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია კომუნიკაცია, ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც გვაქვს, ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ მხარდაჭერას
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი...































