ლევან მოსეშვილი: Routes Europe 2026-ზე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან ახალი ავიარეისებისა და სიხშირეების ზრდაზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ

საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაერთიანება მეორე დღეა პარტნიორ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტი ახალი ავიამიმართულებების დამატება და არსებულ რეისებზე სიხშირეების ზრდაა.

მისი თქმით, იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე ფორუმზე ქართული დელეგაცია პარტნიორ და პოტენციურ ავიაკომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქვეყნის საავიაციო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდეს. ლევან მოსეშვილის განცხადებით საქართველოსთვის პრიორიტეტი ახალი ავიამიმართულებების დამატება და არსებული რეისების სიხშირეების ზრდაა.

„მეორე დღეა წარმატებით მიმდინარეობს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი - Routes Europe 2026. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც ბაზარზე მოქმედ, ისე პოტენციურ ახალ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან. ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ როგორც საავიაციო მიმოსვლის, ისე ტურიზმის მიმართულებით და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

შეხვედრები გავმართეთ ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ავიაკომპანიებთან, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები ვიხილოთ.

მსგავს ფორუმებში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს, დავამყაროთ ახალი კონტაქტები ავიაკომპანიებსა და აეროპორტებთან, რაც სამომავლოდ ჩვენი საავიაციო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ფორუმის პირველ ორ დღეში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდმა 30-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა United Airlines, British airways, Brussels Airlines, Finnair, easyJet, Volotea, Condor, Vueling, , Wizz Air, Air Serbia და ა.შ.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ჯამში 45-მდე შეხვედრაა დაგეგმილი, რაც საქართველოს ავიაბაზრის განვითარებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობის შესაძლებლობას ქმნის.ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და TAV Georgia ერთობლივი სტენდით არიან წარმოდგენილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779197899

ახალი ამბები

ლაშხი დანიაში აქციის დაშლაზე: როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა

„როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა“, - განუცხადა ჟურნალისტებ...

მარიამ ლაშხი

1779196048

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6774 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1779195714

ახალი ამბები

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან და განმარტავს: მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტე...

ცოფიანი ძაღლი

1779193928

ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს. „ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი,...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1779192904

ახალი ამბები

თელავში, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ - არიან დაშავებულები

კახეთში, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა....

ააა