სპორტის მინისტრმა საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
შეხვედრაზე მინისტრმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა მიღწეული შედეგებისთვის და მომავალშიც გამარჯვება უსურვა.
ევროპირველობაზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ასპარეზობა 15 მედლით დაასრულეს.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იასპარეზა და შეჯიბრება ცხრა მედლით დაასრულა; აქედან სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა ნინო შუბითიძემ (-55 კგ), გიორგი ძნელაძემ (- 60კგ) და საბა ჭრელაშვილმა (+ 80კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები ნანა ნიკურაძე (- 55კგ) და ამირან ტატულიშვილი (- 80კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ბარნაველმა (- 60კგ), ედგარ აბგარიანმა (- 65კგ), საქართველოს სახელით მოასპარეზე ოსკარ ჰინშლეიმ (- 65კგ) და მალხაზ ქაჯაიამ (- 70კგ) მოიპოვეს.
ტურნირის მეორე დღეს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა და ექვსი - ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ჩემპიონობა მინდია მგელაძემ (- 60კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (- 80კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები დავით ძნელაძე (- 60კგ) და ლაშა ბაბუაძე (- 80კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი მარიამ წიკლაურმა (- 54კგ) და ლაშა შანთაძემ (- 60კგ) მოიპოვეს.
საქართველომ კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმმა კი პირველად უმასპინძლა. ევროპის ჩემპიონატი, რომელზედაც 22 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი ასპარეზობდა, 9 და 10 მაისს გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ შენგელია და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.


1779196048
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6774 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779195714
ახალი ამბებიმარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს
სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს, თავი შეიკავონ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან და განმარტავს: მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტე...
1779193928
ახალი ამბებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს. „ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი,...
1779192904
ახალი ამბებითელავში, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ - არიან დაშავებულები
კახეთში, სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა....
1779191003
ახალი ამბებიმანდატური სასამართლოს კანცელარიის შენობაში ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდზე - გვკბენდა ხელზე, მკლავზე, ბეჭზე, ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ეს იარა დღემდე მაქვს - იარაღი ჰქონდა ამოღებული, განცდა გამიჩნდა, რომ ჩვენთვის უნდა ესროლა
„გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი“, - ა...































