პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა

„უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა“, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში ქადაგებისას.

მან მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს. უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ - ვინც ვართ მოსული ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან. უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა. ფერისცვალების შესახებ მან დაიწყო ქადაგება და დასაწყისშივე თქვა - შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. რას ნიშნავს ფერიცვალება, რომ ჩვენ უარესებიდან გავხდეთ უკეთესები. არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების, თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით. ფერისცვალების ეს გზა და საქმენი უნდა იყოს ჩვენი მთელი ცხოვრების საქმე“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს, როდესაც სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოციქულებს ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა, რა დროსაც ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ქრისტიანული სწავლებით ეს დღე ადამიანებს ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას ახსენებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787130494

ახალი ამბები

2026 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორებში ბოლო ათწლეულის სარეკორდო შედეგები დაფიქსირდა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ...

2026 წლის 7 თვის მონაცემებით,

1787130314

ახალი ამბები

ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომ...

ცესკო ცესკო

1787129789

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეამცირეს

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოთხოვნით აშშ-თან მისი ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები ექვსი დღით შემცირდება. ამის შესახებ BBC წერს. სეულმა განაცხადა, რომ 2026...

დონალდ ტრამპი

1787126639

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

„თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ...

არჩილ გორდულაძე

1787125900

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ მამიშლარია.  ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატები...

აა