მამუკა მდინარაძე: მინდა, გავაფრთხილო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ რეგიონებში დაწყებული პროექტები

„მინდა, გავაფრთხილო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ რეგიონებში დაწყებული პროექტები“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს.

„მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი – ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდაა გაკეთებული.

მინდა, გავაფრთხილო ყველა, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული.

არც მე და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დასწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური. ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787141834

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს

„ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახ...

მამუკა მდინარაძე

1787138671

ახალი ამბები

პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა

„უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა“, - განაცხადა პატრიარქმა ში...

 შიო მესამე

1787138432

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე დასრულდეს

„საზოგადოება ბნელ ძალთა დაპირისპირების კიდევ ერთ სერიას ხედავს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესების შეფასებისას....

არჩილ გორდულაძე

1787134417

ახალი ამბები

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ...

თბილისის მერია

1787133279

მსოფლიო

ანდრას ბაკამ ოფიციალურად დაიკავა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა

დღეს, 19 აგვისტოს, ანდრას ბაკამ ოფიციალურად დაიკავა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრე მადიარმა სოციალურ ქსელში განაცხადა. როგორც მადიარმა აღნიშნა, ბაკა, რო...

ანდრას ბაკა