თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანსპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან

„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან.


თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მთლიანად შუა დერეფნის კონტექსტში.

„საუბარია არამხოლოდ პორტზე, არამედ მის სარკინიგზო და საავტომობილო დაკავშირებადობაზე და ზოგადად, მთლიანად შუა დერეფანში აღნიშნული ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში სრულმასშტაბიან ოპერირებაში შევიდა, ეს არის სამი ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობის წარმატებული შედეგი და დღეს არის სწორედ შუა დერეფნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანმა ისაუბრა ანაკლიას პორტის ეკონომიკური ეფექტზე, რაც, მისი შეფასებით, არ შემოიფარგლება მხოლოდ საპორტო შემოსავლებით, და მას შეეძლება მოიზიდოს ახალი ინვესტიციები, წარმოება და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა პორტის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

„მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ადგილზე ანაკლიაში გაეცნენ, როგორც არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს, ასევე უშუალოდ ანაკლიის პროექტს და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ორივე ორგანიზაციასთან“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1789244261

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაშია - ეს არის საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული მანიპულირება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება. წილოსანის თქმით,...

ნინო წილოსანი

1789241202

ახალი ამბები

განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება

 განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა. მსჯელობა შეეხო „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას. მინისტრის თ...

 გივი მიქანაძე

1789238572

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები

 განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ილაპარაკა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებზე. „სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრ...

გივი მიქანაძე

1789233003

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება

 „ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეც...

გივი მიქანაძე

1789230400

სპორტი

„ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი“ - გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა

 35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა. „გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება...

გიორგი გველესიანი