გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება

 „ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, ორივე სფეროში, ეს იქნება უმაღლესი თუ ზოგადი განათლება, ხელისუფლებას მართლაც ფუნდამენტური რეფორმა აქვს დაწყებული.

„დიდი მადლობა ამ ფორმატის შემოთავაზებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში. რა თქმა უნდა, არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. მით უმეტეს, რომ ორივე მიმართულებით, ეს იქნება უმაღლესი თუ ზოგადი განათლება, ჩვენ გვაქვს მართლაც ფუნდამენტური რეფორმა დაწყებული. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე თვეში ის ერთწლიანი პერიოდი იკვრება, თუმცა ახლა ჩვენ რამდენიმე დღეში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. პირველი, ეს არის სასკოლო მიმართულება და სულ რაღაც ერთ კვირაში უკვე საუნივერსიტეტო მიმართულებაც დაიწყებს სასწავლო წელს.

პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მივულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მივულოცავ პირველკლასელებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს, პირველად შეაბიჯებენ უმაღლეს სასწავლებლებში, მიუსხდებიან აუდიტორიებში მერხებს. ყველას მინდა ბევრი წარმატება ვუსურვო, ვინაიდან განათლება არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი, ფუნდამენტური მონაპოვარი, რომელიც მაქსიმალურად ქმნის ჩვენი ქვეყნის წინსვლას და მდგრადობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789215811

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რაც აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, არის გაქრობის უნარი და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის

 „ერთადერთი უნარი, რაც ამ აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, ეს არის გაქრობის უნარი და რა თქმა უნდა, ეს რაც უფრო დაჩქარდება და მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის“, - ამის შე...

რატი იონათამიშვილი:

1789213203

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბარამიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა

 „გიორგი ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – ამის შ...

ლევან მაჭავარიანი

1789211068

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გარე პატრონებისგან დაფინანსება სურს - ისინი ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, ვისკენ წავა დეფიციტური დაფინანსება

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე პატრონებს სურთ აჩვენონ, თითქოს „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებენ. ამასთან, მაჭავა...

ლევან მაჭავარიანი

1789209751

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო: მტკიცებულებების ერთობლიობით, კესო დეკანოსიძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი დასტურდება

 შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიებ...

შსს განცხადება

1789206109

ახალი ამბები

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

 2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული...

ვიზიტი